კომპანია „ენერგო ინვესტ“-მა 2017 წლის 20 ოქტომბერს, ავანი ჰესის საგენერატორო შენობის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გამართა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში.
საჯარო განხილვას დაესწრო ადგილობრივი მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის ტექნიკური განყოფილება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.