შპს "ენერგო ინვესტი" ერთ–ერთი წარმატებული კომპანიაა საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ამჟამად კომპანიას დასრულებული აქვს ჰიდროელექტროსადგური ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ავანისხევზე. შემდეგი პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება, არის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ხრამზე.