2018 წლის 25 იანვარს კომპანია „ენერგო ინვესტ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „დათუნი“ ანხორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში მდებარე, ავანი ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, კერძოდ სააგრეგატო შენობის, მასთან მისასვლელი გზის, დამბისა და ელექტროგადამცემი ხაზის ნაკვეთებზე არსებული ხე-ტყის ბუნებრივი გარემოდან ამოღების სამუშაოებს.