მიმდინარე წლის 21 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „სალუდა“ ახორციელებს ავანი ჰესის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. ამ ეტაპზე დასრულებულია საკაბელო ტრასის 4180 მეტრიანი მონაკვეთი, ასევე 35კვ-იანი რკინა-ბეტონისა და 110კვ-იანი მეტალის ანძების ფუნდამენტების მონტაჟის სამუშაოები. ზემოთაღნიშნულ საკაბელო ტრასას, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ჩაუტარდა სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზა ლაშა ბიბილურის ხელმძღვანელობით და დადასტურდა, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები პროექტთან შესაბამისობაშია. ამჟამად მიმდინარეობს ანძებისა და სადენების სამონტაჟო სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია ამაწლის აგვისტოს თვეში.