სამშენებლო კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“, კომპანია „ენერგო ინვესტი“-ს დაკვეთით, ახორციელებს ავანი ჰესის სადაწნეო მილსადენის საინსტალაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე დასრულებულია ტრანშეის ამოღების, მილის ტრანშეაში ჩადების, რკინა-ბეტონის ანკერებისა და სარტყელების მოწყობის სამუშაოები ძირითად უბნებზე. დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე დასრულებულ სამუშაოებს ჩაუტარდა რადიოგრაფიული და ულტრაბგერითი ექსპერტიზა გაბრიელ ვატიტაძის ხელმძღვანელობით და დადასტურდა, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები პროექტთან შესაბამისობაშია და არანაირი ხარვეზები არ გააჩნია. ამჟამად მიმდინარეობს სააგრეგატო შენობაში შემავალი მილსადენის სამკაპისა და მდინარეზე გადასასვლელი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2018 წლის აგვისტოს ბოლოს.