კომპანია „ენერგო ინვესტი“-ს დაკვეთით, სამშენებლო კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“, ახორციელებს ავანი ჰესის სათავე ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს. ამ ეტაპზე დასრულებულია ჰიდრავლიკური რეცხვის სალექარის, ფარების, ნაგავდამჭერი გისოსების, წყალსაშვიანი კაშხლის, გამრეცხი რაბისა და წყალმიმღების მშენებლობა, ხოლო დასრულების ეტაპზეა ტევზსატარი კვანძისა და სამორიგეო შენობის მშენებლობა, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2018 წლის აგვისტოს ბოლოს.