ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 25 მარტს გაცემული N10 აქტით დადასტურებულია, რომ ჰიდროელექტროსადგური ,,ავანი ჰესი’’-ს სამშენებლო – სამონტაჟო სამუშაოები შესრულებულია ვადაში, მშენებლობა დასრულებულია პროექტის შესაბამისად და დაცულია არქიტექტურულ-სამშენებლო, სახანძრო, საგზაო და სანიტარული ზონის ნორმატივები. მერიის მითითებით ჰიდროელექტროსადგურის ,,ავანი ჰესი’’-ს სააგრეგატო შენობა მიღებული იქნა ექსპლუატაციაში.