შპს „ენერგო ინვესტ“-მა ტენდერის საფუძველზე „ავანი ჰესი“-ს ასაშენებლად შეარჩია და ხელშეკრულება გაუფორმა სამშენებლო კომპანია შპს „ელემენტ კონსტრაქშენ“-ს. ობიექტის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება სს „საქწყალპროექტის“ მუშა პროექტისა და ANDRITZ HYDRO -ს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მშენებლობა დასრულდება 11 თვის ვადაში.