ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის 2019 წლის 3 ივნისის N01/436 წერილის საფუძველზე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული ‘’ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები’’–ს მე–41 მუხლისა და ‘’ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის 241 მუხლის შესაბამისად, შპს ‘’ენერგო ინვესტი’’ (‘’ავანი ჰესი’’–ს ნაწილში) დაშვებულ იქნა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე კვალიფიციურ საწარმოდ, ელექტროსადგურის საცდელი გაშვება ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, 2019 წლის 30 მაისიდან იმავე ელექტროსადგურის ნაწილში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის თარიღამდე.