Mon - Fri 10:00 - 19:00
+995 595 72 70 70; +995 551 75 57 57
50/18 Bochorma Street, 0144 Tbilisi, Georgia; 75b Kostava Street, 0171 Tbilisi, Georgia

კომპანია „ენერგო ინვესტმა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მდინარე ავანის ხეობაში დაიწყო სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი. მიმდინარე ეტაპზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებართვების საფუძველზე, კომპანია ახორციელებს ხე–ტყის ჭრას.

შეგახსენებთ, რომ „ავანი ჰესის“ პროექტი ითვალისწინებს 3.5 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას კახეთის რეგიონში, რომელიც აპირებს 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას.