2018 წლის 31 ივლისს კომპანია „ენერგო ინვესტი“-ს ადმინისტრაციამ წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმში შესატანი ცვილების თაობაზე, კერძოდ მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადა გაგრძელებულიყო 2018 წლის 31 დეკემბრამდე ნაცვლად 2018 წლის 01 აგვისტოსი. წერილში აღწერილია არსებითი გარემოებები, რომლის გამოც მშენებლობის დასრულების ვადის გადაწევის აუცილებლობა შპს „ენერგო ინვესტისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა.