კომპანიის შესახებ
შპს „ენერგო ინვესტი“ დაფუძნდა 2013 წელს, საქართველოში, ქ.თბილისში. ამჟამად კომპანიის 100% წილის მფლობელია დავით ხახუტაშვილი. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. მიმდინარე ეტაპზე, კომპანია ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურ „ავანი“-ს მშენებლობას, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2018 წლის აგვისტოს ბოლოს. მეორე პროექტი, რომლის განხორციელებასაც აპირებს კომპანია, არის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი მდინარე ხრამზე. ამჟამად დასრულებულია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.