კომპანია „ენერგო ინვესტი“-ს დაკვეთით, სამშენებლო კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“ ახორციელებს ავანი ჰესის სააგრეგატო შენობისა და დამხმარე ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას. ამ ეტაპზე დასრულებულია ბეტონის, ლითონკონსტრუქციების, ტურბინაში გადამუშავებული წყლის გამყვანი გალერეის, დამბის მოწყობისა და ხიდურა ამწის მონტაჟის სამუშაოები.