2018 წლის 28 მარტს შპს „ენერგო ინვესტ“-სა და თურქულ კომპანია „RZK“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ავანი ჰესის სააგრეგატო შენობის ორტესებრი კოჭებისა და ლითონის ფურცლების შესყიდვის შესახებ. ამ ეტაპზე შეძენილი პროდუქცია ჩამოტანილია საქართველოში და დაწყებულია მეტალ-კონსტრუქციების დამზადების სამუშაოები კომპანია „ჯი აი ემ ჯი“-ს საამქროში.