2018 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობის #613 განკარგულების საფუძველზე შპს „ენერგო ინვესტ“-ს მიეცა უფლება ავანი ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ელექტროგადამცემი ხაზის ნაკვეთებზე წითელი
ნუსხით დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე. აღნიშნული განკარგულების მიღების შემდეგ კომპანია „ენერგო ინვესტ“-მა 2018 წლის 27 მარტს საკომპენსაციო თანხა ჩარიცხა სსიპ ეროვნულ საშენი
მეურნეობის ანგარიშზე.