შპს „ენერგო ინვესტ“-მა 2017 წლის 1 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება შპს „სამშენებლო ლაბორატორიასთან“, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა რვა თვის განმავლობაში საბეტონე მასალების ლაბორატორიული მომსახურეობის, კონსულტაციის, ბეტონის რეცეპტის დადგენის, სამუშაოების წარმოების ადგილზე ბეტონის ყალიბების (კუბების) აღების, შენახვისა და შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით შემოწმების თაობაზე.