კომპანია „ენერგო ინვესტ“-მა 2017 წლის 8 ნოემბერს, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ჰიდროცენტრ“-თან, მდინარე ავანისხევზე ჰიდროლოგიური კვლევების ჩატარების თაობაზე 2017 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ზემოთ აღნიშნულმა კომპანიამ განახორციელა ვიზიტი ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ავანისხევზე და დაამონტაჟა წყლის ხარჯის მზომი მექანიკური მოწყობილობა.