2017 წლის 30 ნოემბერს 17:00 სთ-ზე კომპანია „ხრამის კასკადი“-ს ხელმძღვანელობამ გამართა ოთხმხრივი სკაიპკონფერენცია. ზემოთ აღნიშნული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ ისლანდიური კომპანია „ელ პე ვერკისი“, რომელმაც მოამზადა ფიზიბილითი; მისი ქვე-კონტრაქტორი „სს საქწყალპროექტი“; გერმანული კომპანია „ფიხტნერი“, რომელიც ანხორციელებს აღნიშნული პროექტის ექსპერტიზას და საკონსულტაციო კომპანი „ჰაიდროკორპი“. მონაწილე მხარეებმა ჩამოაყალიბეს ერთობლივი ხედვები „ხრამის კასკადი“-ს პროექტის გაუმჯობესების მიზნით.