2017 წლის 7 სექტემბერს შპს „ხრამის კასკად“-სა და შპს „მ³“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოთ აღნიშნულმა კომპანიამ დაასრულა მდინარე ხრამის საპროექტო დერეფანში, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მერქნული რესურსის ტაქსაცია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დაკორექტირებულ ვერსიასთან ერთად ჩაბარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში.