2017 წლის 9 და 10 ნოემბერს შპს „ხრამის კასკად“-მა ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე ხრამზე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გ.ზ.შ.) ანგარიშის საჯარო განხილვები გამართა ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. კომპანია „ხრამის კასკადი“-ს ხელმძღვანელობამ, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიმდებარე სოფლების გამგებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობს მიაწოდა ტექნიკური და საზოგადოებრივი ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული პროექტის მსვლელობის შესახებ.