2017 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბრძანება #948 -ის საფუძველზე, შპს „ენერგო ინვესტ“-ს გადაეცა უძრავი ქონების ცხრა ერთეული მიწის ნაკვეთი ერთ წლიანი სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლებით 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ასაშენებლად.