შპს „ხრამის კასკადი“-ს დაკვეთით ისლანდიურმა კომპანია „ელ პე ვერკისმა“ დაასრულა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მდინარე ხრამზე. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის პაკეტი საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ჩაბარდა ენერგეტიკის სამინისტროში განსახილველად და მშენებლობის ფაზაზე გადასვლის ნებართვის მისაღებად.